კილიან მბაპე მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია

0
4
MOSCOW, RUSSIA - JULY 15: Kylian Mbappe of France celebrates with his Best Young Player Award following the 2018 FIFA World Cup Final between France and Croatia at Luzhniki Stadium on July 15, 2018 in Moscow, Russia. (Photo by Matthias Hangst/Getty Images)

პარი სენ ჟერმენის ახალგაზრდა შემტევი კილიან მბაპე მსოფლიოს უძვირფასესი მოთამაშეა. CIES Football Observatory-ს განახლებული მონაცემებით, მბაპე პირველ პოზიციას იკავებს – ფრანგი ფეხბურთელის ფასი 216,5 მილიონი ევროა.
ორგანიზაციის მიერ ივნისში გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ინგლისელი ჰარი კეინი იყო მსოფლიოს ძვირადღირებული მოთამაშე.
ივნისის შემდეგ, მბაპეს ფასმა 40 მილიონი ევროთი მოიმატა. მეორე ადგილზე ჰარი კეინია, ხოლო მესამე პოზიციას პარი სენ ჟერმენის კიდევ ერთი მოთამაშე ნეიმარი იკავებს.

უძვირფასესი მოთამაშეების ათეული
1. კილიან მბაპე – 216,5 მილიონი ევრო
2. ჰარი კეინი – 197,3 მილიონი ევრო
3. ნეიმარი – 197 მილიონი ევრო
4. მოჰამედი სალაჰი – 173 მილიონი ევრო
5. კოუტინიო – 171,3 მილიონი ევრო
6. ლიონელ მესი – 170,6 მილიონი ევრო
7. რაჰიმ სტერლინგი – 164,6 მილიონი ევრო
8. რომელუ ლუკაკუ – 164,3 მილიონი ევრო
9. ანტუან გრიზმანი – 157,7 მილიონი ევრო
10. პაულო დიბალა – 155,6 მილიონი ევრო