“იუვენტუსმა” მოდრიჩსაც დაუმიზნა

0
3

ტურინის “იუვენტუსი” მადრიდის “რეალის” კიდევ ერთი ფეხბურთელის დამატებითაა დაინტერესებული. კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ, “ბებერ ქალბატონში” კარიერა შესაძლოა ლუკა მოდრიჩმაც გააგრძელოს.
როგორც ესპანური გამოცემა Don Balon იუწყება, მადრიდის რეალის 33 წლის ხორვატ ნახევარმცველზე აპენინელები სერიოზულად ფიქრობენ. ტურინულ კლუბში მიაჩნიათ, რომ ლუკა, რომელიც რონალდუსთან კარგადაა შეთამაშებული, ნახევარდაცვის ხაზს მნიშვნელოვნად მოამძლავრებს და გუნდს ჩემპიონთა ლიგის მოგებაში დაეხმარება.
ცნობილია, რომ მოდრიჩს არცთუ კარგი ურთიერთობა აქვს “რეალის” პრეზიდენტ ფლორენტინო პერესთან, რის გამოც ფეხბურთელს კარგა ხანია “სამეფო კლუბის” დატოვება სურს. გასულ ზაფხულში ხორვატიის ნაკრების ფეხბურთელით კიდევ ერთი იტალიური კლუბი – მილანის “ინტერი” იყო დაინტერესებული, მაგრამ გარიგება არ შედგა.