უეფა სუპერლიგის წინააღმდეგ

0
2

დიდი რეზონანსი გამოიწვია გერმანული “შპიგელის” მიერ Football Leak-ის დოკუმენტებზე დაყრდნობით გამოქვეყნებულმა ინფორმაციამ, თითქოს, ნოემბერში ხელი მოეწერება შეთანხმებას ევროპის სუპერლიგის შექმნის თაობაზე, ხოლო 2021 წელს უკვე პირველი გათამაშებაც ჩატარდება.
უეფას პრეზიდენტი რამდენიმე დღის განმავლობაში ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებდა. როგორც იქნა, ალექსანდრ ჩეფერინმა საფეხბურთო სამყაროს თავისი პოზიცია გააცნო:
“სუპერლიგა ძალიან დიდ ზიანს მიაყენებს ფეხბურთს მთელ მსოფლიოში”, – ამბობს ჩეფერინი ESPN FC-თან ინტერვიუში.
“ყოველკვირეულად “იუვენტუსი”-“ბაიერნის” ყურება უფრო მოსაწყენი იქნება, ვიდრე “იუვენტუსი” ვთქვათ “ტორინოს” წინააღმდეგ. ჩემთვის არანაირი ალტერნატივა არ არსებობს გარდა იმისა, რომ უნდა ვიბრძოლო სუპერლიგის შექმნის წინააღმდეგ მანამ, ვიდრე ამ თანამდებობაზე ვიქნები”.
“თუ ჩვენ ვლაპარაკობთ ჩაკეტილ სისტემაზე, შეგვიძლია დავივიწყოთ ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტები, როგორიც არის სოლიდარობა და ფეხბურთის განვითარება. გრძელვადიან პერსპექტივაში კლუბებისთვის ეს წარუმატებელი პროექტია”, – თქვა ჩეფერინმა.