რუნი ინგლისის ნაკრებს უბრუნდება

0
1

ინგლისის ნაკრების ყოფილი კაპიტანი უეინ რუნი ეროვნული გუნდის ფორმას კიდევ ერთხელ მოირგებს – ეს ინფორმაცია ინგლისის საფეხბურთო ასოაციაციამ ოფიციალურად დაადასტურა. 15 ნოემბერს, ინგლისი “უემბლიზე” აშშ-ის ნაკრებს უმასპინძლებს და ვეტერანი თავდამსხმელი სწორედ ამ შეხვედრაში იასპარეზებს.

33 წლის რუნის ინგლისის ეროვნულ გუნდში 119 მატჩი აქვს ჩატარებული, 53 გოლის გატანა შეძლო და ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. მის შემდეგ, ყველაზე მეტი გოლი ბობი ჩარლტონს აქვს გატანილი (49), მესამე ადგილზე კი გარი ლინეკერია – 48 გოლით. რუნის ინგლისის ნაკრებში 2 წელია, აღარ უთამაშია.

“ძალიან მიხარია და მოუთმენლად ველი იმ დღეს, როცა “უემბლიზე” კიდევ ერთხელ ვითამაშებ ინგლისის ნაკრების ფორმით,” – განაცხადა რუნიმ, რომელიც ახლა MLS-ში თამაშობს.