მესის აზრით რაფინია, სერხი რობერტო და დემბელე “ბარსას” დონეს არ შეესაბამება

0
4
Don Balon-ის ცნობით, “ბარსელონას” ლიდერს ლეო მესის სერიოზული საუბარი ჰქონდა გუნდის მწვრთნელთან ერნესტო ვალვერდესთან.
გამოცემის მტკიცებით, მესიმ ბასკ სპეციალისტს განუცხადა, რომ სამი ფეხბურთელი მათი გუნდის დონეს არ შეესაბამება.
ლიონელი თვლის, რომ რაფინია, სერხი რობერტო და უსმან დემბელე თავიანთ შესაძლებლობებზე სუსტად თამაშობენ და გუნდს ზიანს აყენებენ.
ვალვერდემ “რაიო ვალეკანოსთან” გამარჯვების შემდეგ თქვა, რომ მესის გარეშე მოგება უჭირთ, ხოლო დემბელე გატანილი გოლის გამო შეაქო.