მესი “ბარსელონას” განაცხადს დაუბრუნდა

0
3

კატალონიის „ბარსელონას“ ლიონელ მესი დაუბრუნდა. არგენტინელი ვარსკვლავი ხელის მოტეხილობის შემდეგ პირველად შეიყვანეს განაცხადში. ერნესტო ვალვერდემ ჩემპიონთა ლიგაზე მილანის „ინტერთან“ გასამართი შეხვედრის წინ იმ ფეხბურთელთა სია გამოაქვეყნა, რომლებიც იტალიაში გაემგზავრებიან.

22-კაციან ჩამონათვალში ლეო მესიც ფიგურირებს. თუმცა, ამ ეტაპზე მაინც რთულია იმის ვარაუდი, გავა თუ არა მინდორზე არგენტინელი ფეხბურთელი.

„ინტერისა“ და „ბარსელონას“ შეხვედრა 6 ნოემბერს, მილანში “სან სიროზე” გაიმართება.