მბაპე, ჩაკვეტაძე, კლუივერტი – InStat-მა ქართველი ტალანტი გამოარჩია

0
4

სტატისტიკურმა და ანალიტიკურმა კომპანია InStat-მა ევროპაში მოთამაშე 21 წლამდე ფეხბურთელთა თვის სიმბოლური გუნდი შეადგინა, რომელშიც ქართველი ფეხბურთელი პირველად მოხვდა. საუკეთესო თერთმეტ მოთამაშეს შორის ერთ-ერთი ”გენტის” შემტევი გიორგი ჩაკვეტაძეა.
19 წლის ქართველმა ტალანტმა ოქტომბრის თვეში ეროვნულ ნაკრებსა და კლუბში საერთო ჯამში 6 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.
საუკეთესო თერთმეტეული ასე გამოიყურება:  ჯანლუიჯი დონარუმა (“მილანი”), აშრაფ ჰაკიმი (“დორტმუნდი”), დან-აქსელ ზაგადუ (“დორტმუნდი”), ნუსაირ მაზრაუი (“აიაქსი”), უსემ აუარი (“ლიონი”), გიორგი ჩაკვეტაძე (“გენტი”), ჯასტინ კლუივერტი (“რომა”), კაი ჰავერცი (“ლევერკუზენი”), ვიქტორ ოსიმჰენი (“შარლერუა”), კილიან მბაპე (პსჟ), ფიოდორ ჩალოვი (ცსკა).