fourfourtwo-მ გვარდიოლა მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა

0
2

გამოცემა fourfourtwo-მ მოცემული მომენტისთვის 50 მწვრთნელის რეიტინგი შეადგინა.

კლასიფიკაციაში პირველი ადგილი “მანჩესტერ სიტის” დამრიგებელმა პეპ გვარდიოლად დაიკავა, მეორეზეა “რეაალის” ექსთავკაცი ზინედინ ზიდანი, მესამეზე კი, “ატლეტიკოს” მესაჭე დიეგო სიმეონე. საინტერესოა აღინიშნოს, რომ “მანჩესტერის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო 25-ე პოზიციაზე აღმოჩნდა. პირველი ოცეული კი ასე გამოიყურება:

1.ხოსეპ გვარდიოლა (სიტი)
2.ზინედინ ზიდანი (ექსრეალი)
3.დიეგო სიმეონე (ატლეტიკო)
4.მასიმო ალეგრი (იუვენტუსი)
5.იურგენ კლოპი (ლივერპული)
6.დიდიე დეშამი (საფრანგეთი)
7.მაურისიო პოჩეტინო (ტოტენჰემი)
8.მაურიციო სარი (ჩელსი)
9.იულიან ნაგელსმანი (ჰოფენჰაიმი)
10.ერნესტო ვალვერდე (ბარსელონა)
11.ტიტე (ბრაზილია)
12.ლეონარდო ჟარდიმი (მონაკო)
13.ეუსებიო დი ფრანჩესკო (რომა)
14.ლუსიენ ფავრი (დორტმუნდი)
15.მარსელინიო (ვალენსია)
16.ლუის ენრიკე (ესპანეთი)
17.იანე ანდერსონი (შვედეთი)
18.ანტონიო კონტე (ექსჩელსი)
19.ფილიპ კოკუ (ექსფენერბაჰჩე)
20.ტომას ტუხელი (პსჟ)