გოგა ბითაძის პირადი რეკორდი ადრიატიკის ლიგაში

0
2

გოგა ბითაძეს ვერ აჩერებენ. 19 წლის ქართველმა ადრიატიკის ლიგაში პირადი რეკორდი დაამყარა და ბელგრადის “პარტიზანს” 28 ქულა ჩაუგდო. სამწუხაროდ, ქართველი ცენტრის დიდებული გარჯა საკმარისი არ აღმოჩნდა “მეგა ბიმაქსისთვის” და ამ გუნდმა მიმდინარე სეზონში 5 მოგების შემდეგ პირველი მარცხი განიცადა.

“მეგა ბიმაქსმა” ბელგრადულ გუნდს შრემსკა მიტროვიცაში უმასპინძლა და შეხვედრა უხეიროდ დაიწყო. პირველი ნახევრის შემდეგ მასპინძლები 11 ქულით აგებდნენ და ვერც მესამე პერიოდში გამოასწორეს ვითარება. ბოლო მეოთხედის წინ 14 ქულით ჩამორჩენილმა “მეგა ბიმაქსმა” ქართველი ცენტრის ზეშედეგიანობის მიუხედავად თამაშის გადარჩენა ვერ შეძლო და 74:81დამარცხდა.

ბითაძე სასტარტო ხუთულში იყო და 32:24 წუთში 28 ქულა, 11 მოხსნა, 4 დაფარება, თითო პასი-ჩაჭრა მოაგროვა. გოგამ თამაშიდან განხორციელებული ათიივე სროლა ჩააგრო, რასაც ათიდან 8 ზუსტი საჯარიმოც მოაყოლა და მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 43-ს უწია, რაც ამ მატჩის საუკეთესო შედეგი და MVP-ის ტიტული ხომ გახლავთ და სავარაუდოდ, ტურში მას ბადალი არ ეყოლება. ბითაძეს თანაგუნდელებმა მხარი ვერ აუბეს, ვერ ერთი მეგაბიმაქსელი 10-ქულიან ზღვარს ვერ შესწვდა.

მომდევნო შეხვედრა ბითაძის გუნდს 9 ნოემბერს, ხორვატიაში, “ზადართან” ელის.