დელე ალიმ “ტოტენჰემთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა

0
5

ინგლისის ნაკრების ნახევარმცველმა, დელე ალიმ, „ტოტენჰემთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე გაახანგრძლივა.
ბრიტანული ტაბლოიდების ცნობით ალის გაცილებით უკეთესი ფინანსური პირობები ექნება. როგორც Daily Mail იუწყება მისი ამჟამინდელი ხელფასი, რომელიც კვირაში 50000 ფუნტს შეადგენს, გაორმაგდება.
დელე „ტოტენჰემში“ 2015 წელს, „დონსიდან“ გადავიდა. „დეზების“ მაისური მან 153 შეხვედრაში მოირგო და 48 გოლი გაიტანა. ალი პოჩეტინოს კოლექტივის ერთ-ერთი ლიდერია და გუნდის მესვეურებს მისი კლუბიდან გაშვება ნამდვილად არ სურდათ.
„ტოტენჰემის“ წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ კეინისა და ალის გაფორმების შემდეგ გუნდი კრისტიან ერიქსენს და ტობი ალდერვეირელდსაც შეინარჩუნებს. ამ უკანასკნელს კონტრაქტი წლის ბოლოს ეწურება და მისი საკუთარ რიგებში ხილვით ჟოზე მოურინიოს „მანჩესტერია“ დაინტერესებული.