საუკეთესო ფეხბურთელს – მესის სახელობის პრიზი

0
2

ლა ლიგის პრეზიდენტის ხავიერ ტებასის აზრით ლიონელ მესი ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია. ტებასი არგენტინელის საპატივცემულოდ მისი სახელობის ჯილდოს დაწესებასაც არ გამორიცხავს, რომელსაც გათამაშების საუკეთესო მოთამაშეს დაისაკუთრებს.
“ბარსელონას“ სუპერვარსკლავმა ოქროს ბურთი ხუთჯერ მოიგო, 390 გოლით ლა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია და ესპანეთის უმაღლესი დივიზიონის ჩემპიონის სტატუსი 9-ჯერ დაისაკუთრა.
აღსანიშნავია, რომ ესპანური გაზეთი „მარკა“ ლა ლიგის გამორჩეულ მოთამაშეებს რამდენიმე ჯილდოს გადასცემს, რომლებიც ესპანური ფეხბურთის ლეგენდების სახელებს ატარებენ. მაგალითად: ტელმო სარა, რაფაელ „პიჩიჩი“ მორენო და რიკარდო ზამორა.
Omnisport-ის კითხვაზე რა აზრისაა ტებასი მესის სახელობის ჯილდოს დაწესებაზე, ხავიერმა განაცხადა:„ეს იდეა ძალიან მომწონს. მომავალში ამ საკითხს აუცილებლად განვიხილავთ”.
“ხალხი ნეიმარის გამორჩეულობაზე ხშირად საუბრობს. ბრაზილიელი 26 წლისაა, თუმცა მესი „ბარსელონაში“ დიდი ხანია თამაშობს და ჩვენს გაოცებას რეგულარულად ახერხებს. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება თითქოს ლეოს მოედანზე ყველაფრის გაკეთება შეუძლია და ნებისმიერ შეხვედრაში უმაღლეს დონეზე თამაშობს“.
“მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და ვფიქრობ მის საპატივცემულოდ ჯილდოს დაწესება, რომელიც სეზონის ბოლოს ლა ლიგის საუკეთესო მოთამაშეს გადაეცემა, ცუდი იდეა სულაც არაა“.