ანდრე დრამონდი: “ფაჩულია მეზიზღებოდა”

0
2

“დეტროიტის” ძირითადმა მეფარე ანდრე დრამონდმა Athletic-თან ინტერვიუში ზაზა ფაჩულიას შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ “პისტონსში” გადმოსვლამდე ზაზა ფაჩულია ეზიზღებოდა.
დრუმონდის თქმით, ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, როდესაც ქართველი პირადად გაიცნო.
“ზაზა მთელი გულით მეზიზღებოდა. როცა ჩვენთან მოვიდა, მაშინ გავიგეთ, როგორია სინამდვილეში. როცა მასთან საუბრის შანსი გეძლევა და გაიგებ, როგორი ადამიანია, ერთადერთი, რასაც მის მიმართ გრძნობ, პატივისცემაა და ეს პატივისცემა მოდის იმ წამიდანვე, როცა მას თვალებში შეხედავ.
მასთან ერთად ერთ გუნდში ყოფნის, პირადად გაცნობის, მასთან საუბრის შემდეგ ვსწავლობ, საიდან იღებს მოტივაციას. ვიცი, რა უთხრეს, როცა ჩემ წინააღმდეგ თამაშობდა და ახლა მშვენივრად მესმის მისი”, – განაცხადა ანდრე დრამონდმა.