მესი 15 ათას აფრიკელ მოსწავლეს ეხმარება

0
4

“ბარსელონას” კაპიტან ლიონელ მესის ფონდი აფრიკის კონტინენტზე საქმიანობას აგრძელებს. საქველმოქმედო ორგანიზაციამ გადაწყვიტა ამჯერად მოზამბიკელ ბავშვებს დაეხმაროს, რომლებიც საკვების დეფიციტს რეგულარულად განიცდიან. პროგრამა 40 დაწყებითი სკოლის 15 ათასი მოსწავლისთვის უფასო სადილის დარიგებას ითვალისწინებს.