იტალიის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი: “საქართველოსთან მატჩი უმნიშვნელოვანესია”

0
3
საქართველოსა და იტალიის ნაკრებების შეხვედრამდე ათიოდე დღით ადრე იტალიის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტმა ალფრედო გავაზიმ “ბორჯღალოსნებთან” დაპირისპირებასა და შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა:
“ოთხი უმნიშვნელოვანესი ტესტ-მატჩი გვაქვს, მათ შორის, საქართველოსთან. კონორ ოშიმ (იტალიის ნაკრების მწვრთნელი) გუნდი ორ ნაწილად გაყო: ერთი, რომელიც ჩიკაგოში ირლანდიასთან სათამაშოდ გაემგზავრება და მეორე, რომელიც იტალიაში დარჩება საქართველოსთან შეხვედრისთვის მოსამზადებლად.ვიცით, რომ საქართველო ჩვენთან ახლოს არის და ვიცით, რომ მათი ბევრი მორაგბე საფრანგეთის უმაღლეს ლიგებში თამაშობს. ამიტომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია ჩვენთვის”, – განაცხადა ალფრედო გავაზიმ.

საქართველოს და იტალიის ნაკრებების შეხვედრა ფლორენციაში 10 ნოემბერს გაიმართება.