გიორგი ჩაკვეტაძე ტურის საუკეთესო ფეხბურთელია

0
5

გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიის ჟუპილერლიგის მე-12 ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. გიორგიმ “შარლერუასთან” მატჩში დუბლი შეასრულა და “გენტს” 2:1 მოაგებინა.

ჩაკვეტაძემ აჯობა 37 წლის ესპანელ ვარსკვლავ ლუის გარსიას. “ესპანიოლის” ყოფილი ფეხბურთელი ბელგიურ “ეუპენში” თამაშობს.

ამის შემდეგ “გენტმა” კიდევ ერთი მატჩი გამართა, თუმცა მე-13 ტურში სტუმრად “მუსკრონთან” 1:3 დამარცხდა. გიორგიმ ამ შეხვედრაშიც გამოიჩინა თავი და გოლი გაიტანა.

მომდევნო ტურში გიორგი ჩაკვეტაძეს გუნდი “კორტრიკს” უმასპინძლებს. შეხვედრა 3 ნოემბერს შედგება.