გოგა ბითაძე ადრიატიკის ლიგის ოქტომბრის თვის MVP!

0
4

გოგა ბითაძის უდიდესი მიღწევა ევროპულ სარბიელზე. ახალგაზრდა ქართველი, რომელიც ივლისის თვეში გახდა 19 წლის, ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი ლიგის ოქტომბრის თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. დიახ, დაასახელეს და ეს ტიტული გოგას მათმატიკური დაიანგარიშებით არ მიუღია. მისი საერთო სარგებლიანობის საშუალო შედეგი ადრიატიკის ლიგის კალათბურთელებს შორის მე-5-ეა, თუმცა ლიგის მესვეურებმა ქართველი ცენტრისთვის თვის MVP-ის ტიტულის მინიჭებისას იხელმძღვანელეს არაერთი გარემოებით, რომელთა შორისაც ძირითადი გოგას გუნდის წარმატებული – დაუმარცხებელი სვლაა. ოქტომბრის თვეში “მეგა ბიმაქსმა” ორთხივე მატჩი მოიგო და თითქმის ყველა მათგანში გამარჯვებულთაგან საუკეთესო სწორედ ქართელი ლეგიონერი გახლდათ.

“მეგა ბიმაქსი” სერბულ გრანდ “ცრვენა ზვეზდასთან” ერთად ადრიატიკის ლიგას 5-დან 5 მოგებით ლიდერობს. ოქტომბრის თვეში კი გოგას საშუალო სტატისტიკური მაჩვენებლები ასეთი გახლდათ: 18.25 ქულა, 8.5 მოხსნა და 2.25 დაფარება. მისი სარგებლიანობის კოეფიციენტმა საშუალოდ 22.5 ერთეული შეადგინა და როგორც ვთქვით, ამაზე მაღალი შედეგი ლიგაში 4 კალათბურთელს აქვს, თუმცა ბითაძე კომპეტენტურმა ჟიურიმ ოქტომბრის თვეში საუკეთესოდ აღიარა და ლიგაში, სადაც მსოფლიო დონის არაერთი გამოცდილი და ასევე პერსპეტქიული კალათბურთელი ასპარეზობს, MVP-ის ტიტული მიანიჭა.

ახალგაზრდა ქართველ ვარსკვლავს ბალკანელმა ჟურნალისტებმა კომენტარი სთხოვეს:

“მჯერა, რომ ჩვენი გუნდის წარმატების მიზეზი გამარჯვებისკენ უდიდესი ლტოლვა და რა თქმა უნდა, ერთიანობაა. პირადად მე ზაფხულის პერიოდში ბევრს ვვარჯიშობდი და მჯერა, რომ ეს წარმატებაც აქედან მოდის. გასული ჩემი თამაშებით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ყოველთვის არის იმის განცდა, რომ მეტი შეგიძლია და მეც ასე ვფიქრობ.

  • რამდენად გეხმარება საკუთარი თამაშის განვითარებაში “მეგა ბიმაქსში” ყოფნა?
  • “მეგა ბიმაქსი” საუკეთესო ადგილია ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის, მიაღწიონ დიდ პროგრესს და მე ძალიან მიხარია, რომ სწორედ ამ გუნდში ვარ. მესამე წელია, აქ ვიმყოფები და თითოეულ სეზონში უდიდესი გამოცდილება მივიღე და პროგრესული ნაბიჯები გადავდგი. უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ჩემთვის იმას, რომ გასულ სეზონში ადრიატიკის ახალგაზრდულ (U19) ლიგაში ვთამაშობდი და ჩემს კარიერაში პირველად მოვიგე MVP-ის ტიტული. ახალგაზრდული ლიგის საუკეთესო მოთამაშის ტიტულის მოგებამ დიდი თვითდაჯერება და მოტივაცია მომცა.