აურელიო დე ლაურენტისი: „იდიოტები ვართ“!..

0
3

„ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ფეხბურთის მატჩების ხანგრძლივობის შემცირების წინადადებით გამოდის.
„მომაალში უნდა გავიხედოთ. დღეს ახალგაზრდები მთლიანად ვიდეოთამაშებში არიან ჩაფლულნი. ჩვენ ვიღუპებით, ჩვენ ვანადგურებთ ფეხბურთს. აი ნახავთ, უკვე დღეს დაბადებული ბავშვების თაობისთვის რვა წლის შემდეგ ფეხბურთი სრულებით უინტერესო იქნება. ეს ჩვენი ბრალია, ბებერი იდიოტები ვართ. დღეს ძალიან მოსაწყენი თამაშებია. ფეხბურთის მატჩები ისეთი ხანგრძლივია, ძილი მოგერევათ. კარგი იქნება, თუ ტაიმები 30-წუთიანი იქნება, შუაში 2-3-წუთიანი შესვენებებით. ყველაფერი უნდა შევცვალოთ. ჩემპიონთა ლიგის ნაცვლად ხუთი ქვეყნის (ინგლისი, საფრანგეთი, იტალია, გერმანია და ესპანეთი) ტურნირი უნდა გაკეთდეს, სადაც 4-4 საუკეთესო კლუბი გავა. ჯამში კი – 20. სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს ამ ახალ ტურნირში  ვითამაშებდით, შაბათს, კვირასა და ორშაბათს კი – ეროვნულ ჩემპიონატებში“, – დე ლაურენტისის ნათქვამს Marca  აქვეყნებს.
სხვათა შორის, „ნაპოლის“ პრეზიდენტი ცნობილია თავისი სკანდალური გამონათქვამებით. ცოტა ხნის წინ მან ნეაპოლის ხელმძღვანელობა გააკრიტიკა „სან პაოლოსთვის“ არასათანადო დაფინანსების გამოყოფის გამო და სტადიონი ტუალეტს შეადარა.