ბელგიური პრესა: “მალე ჩაკვეტაძე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად მოგვევლინება”

0
44
ბელგიურმა გამოცემა walfoot.be-მ ქვეყნის ჩემპიონატის მე-12 ტურში “შარლერუასთან” მატჩში დუბლით თავგამოჩენილი “გენტის” ქართველი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე და მისი ასპარეზობა აღმატებული სიტყვებით შეამკო:
“ჯერ კიდევ გასულ სეზონში დავრწმუნდით, რომ ჩაკვეტაძე განსაკუთრებული მოთამაშეა.  ახალგაზრდა ქართველი გრძნობს ბურთს, წარმართავს თამაშს და როდესაც უტევს, შეგრძნება გაქვს, რომ ყველაფერი შეუძლია გააკეთოს.
ბურთთან შეხება და მოედნის ხედვა, მას სხვებზე გაცილებით უკეთესი აქვს. ყველა დარწმუნებული იყო, რომ 2018/19 წლების სეზონი გენტში ჩაკვეტაძის სეზონი იქნებოდა. მაგრამ, როგორც ყველას, ივ ვანდერჰაეგეს გუნდში, პატარა ქართველსაც უჭირდა, მას გოლი არ ჰქონდა გატანილი და ერთადერთი საგოლე პასი ჰქონდა გაკეთებული სეზონის მსვლელობისას.
იეს ტორუპის მოსვლის შემდეგ კი ქართველმა “იფეთქა” – ფანტასტიკური თამაში “ოოსტენდესთან” სტუმრად, სადაც გოლს ძალიან მაღალი კლასის თამაში დაუმატა. ახლა კი მან “შარლერუასთან” “იცეკვა”. გიორგი დაცვასაც ეხმარებოდა, ეძებდა და პოულობდა სივრცეებს, გაიტანა ორი გადამწყვეტი გოლი და მოედანზე გენტელთა ერთ-ერთი “ბოსი” იყო . სათამაშო სტილით ქართველი ედენ აზარს გვაგონებს.
ახლა ყველაფერი “გელამკოს” პატარა პრინცზეა დამოკიდებული. მაგრამ ჩვენ დიდი იმედებით ველით სეზონის ბოლოს, ის დიდი ტალანტია – წერს walfoot.be.

ჩაკვეტაძის კარგი თამაში აღნიშნა Football Talent Scout-მაც, რომელმაც საკუთარი ტვიტერის გვერდზე შემდეგი პოსტი გამოქვეყნა.
“გიორგი ჩაკვეტაძე ნამდვილ ცეცხლს ანთებს.
ეროვნულ ნაკრებში – 2 მატჩი, 1 გოლი, 1 საგოლე გადაცემა.
გენტში – 2 მატჩი, 3 გოლი, 1 საგოლე გადაცემა.
მალე ის საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად მოგვევლინება არველაძის, ქეცბაიას, ქინქლაძის, კალაძისა და კობიაშვილის შემდეგ.
ჩემი სიტყვები დაიმახსოვრეთ”.