ზაზა ფაჩულიას “დეტროიტის” ბრწყინვალე სტარტი

0
5

ზაზა ფაჩულიას “დეტროიტ პისტონზმა” ახალი რეგულარული სეზონი შთამბეჭდავად დაიწყო – მიჩიგანელებმა ზედიზედ მეოთხე შეხვედრის მოგება მოახერხეს. ფაჩულიას გუნდმა ლებრონ ჯეიმსის გარეშე დარჩენილ “კლივლენდთან” შვიდი ქულის სხვაობით, 110:103 იმარჯვა და NBA-ში მოგებათა სერია გააგრძელა.
“დეტროიტი” მთელი მატჩის განმავლობაში იგებდა, ზაზას კლუბმა პირველი სამი მეოთხედი მოიგო და მიუხედავად იმისა, რომ ბოლო მეოთხედში დამარცხდა, მატჩი გამარჯვებამდე მაინც მიიყვანა.
“დეტროიტის” მხრიდან საუკეთესო 26-26 ქულით ანდრე დრამონდი და ბლეიკ გრიფინი იყვნენ. ბლეიკმა 10 მოხსნაც დააგროვა. დრამონდმა კი ამ სეზონში მეორედ შეძლო 20 ქულასა და 20 მოხსნაზე მეტის დაგროვება – 26 ქულა, 22 მოხსნა.
ზაზამ 10 წუთი ითამაშა, რა დროშიც ორი ქულა დააგროვა (ორივე საჯარიმო ზუსტად ესროლა). მის ანგარიშზე ასევე 2 მოხსნა (თითო შეტევასა და დაცვაში) და 3 პასია. ზაზამ ერთი დაფარებაც გააკეთა.