მესი: “რა სასიამოვნოა აქ ცხოვრება და შენგან სიამოვნების მიღება”!

0
16
ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში „ბარსამ“ „კამპ ნოუზე“ „ინტერს“ უმასპინძლა და საკმაოდ მარტივად 2:0 დაამარცხა.

კატალონიელები მესის გარეშე თამაშობდნენ, თუმცა გუნდს ამ დანაკლისის გამო პრობლემები არ შექმნია და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვა.

შეხვედრის შემდეგ ერნესტო ვალვერდემ „ინტერთან“ მატჩის გარდა მოახლოებულ „ელ კლასიკოზეც“ ისაუბრა.

„მადრიდელებს შეუძლიათ გაცილებით სახიფათონი იყვნენ. ისინი ჩვენთან სათამაშოდ მოდიან და შეეცდებიან თავიანთი ძალის დემონსტრირება მოახდინონ. მათ ახლა კრიზისი აქვთ, თუმცა რეალს ძლიერი კოლექტყივი ჰყავს და მათთან ურთულესი მატჩი გველის.

დღევანდელი შეხვედრა უნდა დავივიწყოთ. ამ სიტუაციას არ ვენდობი.

ჩვენ მესის გარეშე თავი კარგად წარმოვაჩინეთ. დიდი მოლოდინი იყო, თუ როგორ რეაგირებას მოვახდენდით მისი არყოფნის დროს.

თავში ყველას ეს უტრიალებდა. საბოლოოდ ჩვენ თავი კარგად წარმოვაჩინეთ.

ჩვენ სულ გუნდურად ვმუშაობთ. ჩვენი სათამაშო სტილი ყველასათვის ცნობილია. თუმცა, ეს უდაოდ სიმართლეა, რომ მესი გუნდს არაჩვეულებრივ ბრწყინვალებას აძლევს.

თუ ის არ არის, ჩვენ იგი უნდა შევცვალოთ. დღეს სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, თუმცა იმედი გვაქვს რომ ლეო მალე დაბრუნდება. ის უკვე გვენატრება.

მე ვარ ის, ვინც მოთამაშეებს ყველაზე უკეთ იცნობს. არტურს კუნთების მცირე გადაღლილობა ჰქონდა. აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ ამ კვირაში არ გაგვერისკა. თუმცა, ეს მხოლოდ მე ვიცოდი“.

მნიშვნელოვან გამარჯვებას გამოეხმაურა ლეო მესი, რომელმაც საკუთარი ინსტაგრამის გვერდზე შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა.

რა სასიამოვნოა აქ ცხოვრება და შენგან სიამოვნების მიღება! გუნდს ამ დიდ გამარჯვებას ვულოცავ“.