ლუის მენოტი: “მესის სიდიადისთვის მსოფლიო თასის მოგება არ სჭირდება”

0
22

არგენტინის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა სესარ ლუის მენოტიმ აღნიშნა, რომ “ბარსელონას” ვარსკვლავ ლიონელ მესის, ისტორიაში დიდებულ ფეხბურთელად შესასვლელად, მსოფლიო თასის მოგება არ სჭირდება.
“ალფრედო დი სტეფანოს მუნდიალი არ მოუგია, მაგრამ ის დიდებული ფეხბურთელი იყო. ასევეა მესის შემთხვევაშიც.
მისი უამრავი ტიტული და არაერთი გატანილი გოლი ყველაფერზე მეტყველებს – მას არ სჭირდება მსოფლიო ჩემპიონატის მოგება, რომ ფეხბურთის ისტორიაში შევიდეს.
რა თქმა უნდა, დიდი იმედი მაქვს, რომ მესი ამას მოახერხებს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ თუ მუნდიალს ვერ მოიგებს, ეს ტრაგედია არ იქნება”, – აღნიშნა მენოტიმ.