საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში წინ წაიწია

0
26

25 ოქტომბერს ფიფას ახალი სანაკრებო რეიტინგი გამოქვეყნდა.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ფიფას განახლებულ რეიტინგში ერთი პოზიციით წინ წაიწია და 1265 ქულით 92-ე პოზიციაზეა.
შეგახსენებთ, რომ ვლადიმირ ვაისის შეგირდებმა ოქტომბერში ერთა ლიგის ორი მატჩი გამართეს. ჯერ საქართველოს ნაკრებმა ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” ანდორას 3:0 სძლია, ხოლო შემდეგ სტუმრად, რიგაში ლატვია ასევე 3:0 დაამარცხა.
ფიფას რეიტინგს ბელგიის ნაკრები ლიდერობს, რომელიც წინა თვეში საფრანგეთის ნაკრებთან ერთად იყოფდა პირველ ადგილს. რაც შეეხება ჩვენს მეტოქეებს უეფას ერთა ლიგაზე, ყაზახეთი 117-ეა, ლატვია 132-ე ადგილს იკავებს, 133-ეა ანდორა.

1(1). ბელგია – 1733
2(1). საფრანგეთი – 1732
3(3). ბრაზილია – 1669
4(4). ხორვატია – 1635
5(6). ინგლისი – 1619
6(5). ურუგვაი – 1617
7(7). პორტუგალია – 1616
8(8). შვეიცარია – 1598
9(9). ესპანეთი – 1594
10(10). დანია – 1584
92(93). საქართველო – 1265
117(118). ყაზახეთი – 1166
132(131). ლატვია – 1111
133(128). ანდორა – 1109.