მესი “კლასიკოს” პირველად გამოტოვებს

0
31

“ბარსა”-“სევილიას” მატჩის 17-ე წუთზე, როცა ლეო მესის ანგარიშზე უკვე იყო გოლი და შედეგიანი გადაცემა, არგენტინელი უხერხულად დავარდა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო…

თავიდან მესის რადიალური ხრტილის დაზიანებას ვარაუდობდნენ. ამ შემთხვევაში ერთ კვირაში მორჩებოდა, მაგრამ რენტგენმა მცირე ძვლის მოტეხილობაც აჩვენა. ოფიციალური დასკვნა ასეთია – ლეომ სამი კვირა უნდა იმკურნალოს. მესი 6 მატჩს გამოტოვებს, მათ შორის მთავარს – 28 ოქტომბერს “ბარსელონა” “რეალს” მასპინძლობს. ასე რომ, არგენტინელს 24 ნოემბრამდე, “ატლეტიკოსთან” დაპირისპირებამდე აღარ უნდა ველოდეთ.

მესი “ელ კლასიკოს” ბოლო 11 წლის განმავლობაში პირველად გამოტოვებს.