იტალია “ბორჯღალოსნების” წინააღმდეგ – “აძურის” შემადგენლობა ცნობილია

0
3

იტალიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ნოემბერში ოთხ ტესტ-მატჩს გამართავს. იტალიელელები ირლანდიის, საქართველოს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ნაკრებებს დაუპირისპირდებიან.

იტალიელთა ირლანდიელმა თავკაცმა კონორ ო’შიმ ნოემბრის ტესტ-მატჩებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. ირლანდიელმა 37 მორაგბე გამოიძახა. ჯერჯერობით უცნობია თუ როდის დასახელდება საბოლოო შემადგენლობა.

იტალიის ნაკრები ძირითადად “ზებრესა” და “ბენეტონის” მორაგბეებით არის დაკომპლექტებული. აძურის ლეგიონერებიც ჰყავს: ჯეიკ პოლედრი (“გლოსტერი”), ლეონარდო ჯირალდინი (“ტულუზი”), მიკელე კამპანიარო (“ექსეტერ ჩიფსი”), სერჟიო პარისე (“სტად ფრანსე”).

მატჩების განრიგი
3 ნოემბერი | ირლანდია – იტალია
10 ნოემბერი | იტალია – საქართველო
17 ნოემბერი | იტალია – ავსტრალია
24 ნოემბერი | იტალია – ახალი ზელანდია