იგუაინი: “იუვედან” რონალდუს გამო გამაგდეს”!..

0
20

“მილანის” არგენტინელმა თავდამსხმელმა გონსალო იგუაინმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ რატომ დატოვა გასულ ზაფხულს ტურინის “იუვენტუსი”. არგენტინელის თქმით, ეს კლუბის ინიციატივა იყო:

“იტალიის თასის ფინალის დღიდან ვეჭვობდი (მაშინ იგუაინი სათადარიგოთა შორის დარჩა), რომ რაღაც ისე არ იყო. შემდეგ კლუბმა რონალდუ იყიდა. “იუვენტუსის” წარმატებისთვის ყველაფერი გავიღე, წასვლის გადაწყვეტილება კი მე არ მეკუთვნის. როცა რონალდუ ტურინში მივიდა, კლუბის ხელმძღვანელებმა მითხრეს, რომ ვერ დავრჩებოდი და შემპირდნენ, რომ ჩემთან დაკავშირებით საუკეთესო გადაწყვეტილებას მიიღებდნენ. “ბიანკონერიში” მანამდე კარგად მექცეოდნენ, პარტნიორებთანაც კარგი დამოკიდებულება მქონდა და ისე გამოვიდა, რომ კლუბიდან გამაგდეს. ხსენებული საუკეთესო ვარიანტი “მილანში” გადასვლა აღმოჩნდა. “როსონერისგან” მაშინვე დიდი სიყვარული ვიგრძენი”.