ჩავი: ,,ჩემი ოცნება “ბარსელონას” მწვრთნელობაა”

0
21

,,ალ სადის” ნახევარმცველმა, ჩავიმ განაცხადა, რომ საფეხბურთო კარიერის დასრულებას აპირებს:

,,გუნდთან ერთად აზიის ჩემპიონთა ლიგის მოგება მსურს. კარგი იქნება თუ ამისთვის მიმდინარე სეზონში ვიბრძოლებთ. 99%-ით შემიძლია გითხრათ, რომ ეს სეზონი ჩემთვის ბოლო იქნება. 39 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერის დასრულება ნორმალურია.

მწვრთნელობაზე ვფიქრობ და უეფაში უკვე კურსებიც გავიარე. ჩემი ოცნება ,,ბარსელონას” გაწვრთნაა. ახლა ანონსებისა და დამშვიდობების დრო არ არის, თუმცა, ზუსტად ვიცი, თუ რა გადაწყვეტილებას მივიღებ.” – ჩავის სიტყვებს Corriere dello Sport ციტირებს.

მიმდინარე სეზონში ესპანელმა ,,ალ სადის” მაისურით 10 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, რომ ჩავიმ ,,ბარსელონაში” 17 წელი გაატარა.