უარი არაბულ ინვესტიციას – გლეიზერები “მანჩესტერის” გაყიდვას არ აპირებენ

0
12
“მანჩესტერ იუნაიტედის” მფლობელი – გლეიზერების ოჯახი კლუბის გაყიდავს არ აპირებს.

გლეიზერები, რომლებიც კლუბის 2005 წლიდან ფლობენ, ამბობდნენ, რომ განიხილავდნენ საუდის არაბეთის პრინცის – მოჰამედ ბინ სალმანის – 4 მილიარდინ წინადადებას.

უარი არაბულ ინვესტიციას - გლეიზერები მანჩესტერ იუნაიტედის გაყიდვას არ აპირებენ

როგორც ბრიტანული გამოცემა “გარდიანი” წერს, კლუბის შიდა სტრუქტურაში ახალი მფლობელების მოძებნა სურთ, შედეგად, როგორც ამბობდნენ მოლაპარაკებები საუდის არაბეთის ბიზნეს ფორუმამდე მივიდა.
გლეიზერების 13 წლიანი მმართველობა, 500 მილიონიან ვალთან და ძირითადად ფინანსურ გადანაცვლებებთან ასოცირდება. დღემდე, გლეიზერების ოჯახის 7-მდე წევრი, “იუნაიტედის” აქციების 97%-ს იყოფს. კლუბის საერთო ღირებულება ფორბსის მიხედვით – 3.2 მილიარდი ამერიკული დოლარია.