მარადონას მუხლების პროთეზი სჭირდება

0
23

დიეგო მარადონას ექიმმა ხერმან ოჩოამ გაამხილა, რომ არგენტინის ნაკრების ლეგენდას რთული ოპერაციის გაკეთება ესაჭიროება.

“დიეგოს სასწრაფო ოპერაცია და მუხლების პროთეზი სჭირდება. მუხლის სახსრის შეცვლის თაობაზე გადაწყვეტილება უახლოეს ხანში უნდა მივიღოთ. მარადონას მარცხენა მუხლზე პირველი ოპერაცია 2004 წელს ჩავუტარე, ივნისში კი კიდევ ერთი ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, რათა მსოფლიო ჩემპიონატს ტკივილის გარეშე დასწრებოდა.

მარადონას პროგრესირებადი ართრიტი აწუხებს. ხრტილოვანი მასა მთლიანად ჩაშლილია და ძვლები ერთმანეთს ედება. ეს დიეგოს დიდ ტკივილს აყენებს. ის ჯერ ახალგაზრდა პაციენტად ითვლება და თუ ოპერაცია ახლავე არ გაკეთდა, მომავალში მისი ჩატარება უფრო და უფრო რთული გახდება”, – განაცხადა კოლუმბიელმა ქირურგმა.