ერნესტო ვალვერდე: “მესის გარეშე ბევრი მატჩი ჩაგვიტარებია და მოგვიგია”

0
29

ანდალუსიის “სევილიასთან” მოგებული მატჩის შემდეგ, კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ კომენტარი გააკეთა. მოგეხსენებათ, ამ შეხვედრაში ლეო მესი მინდვრიდან ტრავმის გამო გავიდა და სამი კვირის განმავლობაში ვერ ითამაშებს.

“სამწუხაროა, რომ მესი ასეთ დროს გამოგვაკლდა. კარგად მესმის, თუ რა მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ლეო ჩვენთვის და მეტოქეებმაც იციან, რას წარმოადგენს მესი მინდორზე. მიუხედავად ამისა, მესის გარეშე ბევრი მატჩი ჩაგვიტარებია და მოგვიგია. რთულია, მაგრამ ამ დროის განმავლობაში ლეოს გარეშე მოგვიწევს დადებითი შედეგია მიღწევა.

“ელ კლასიკო” მოახლოვდა, რომელშიც “რეალის” ძლევა თუ გვინდა, საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ. მანამდე კი ჩემპიონთა ლიგაზე გვაქვს საასპარეზო. მესის არყოფნის მიუხედავად, მომდევნო შეხვედრებს კარგ განწყობაზე შევხვდებით”, – აღნიშნა ვალვერდემ.