ჩავი: “მარადონას არ ვეთანხმები, მესი სრულყოფილი ლიდერია”

0
45

“ბარსელონას” ექსკაპიტანი ჩავი თავის ყოფილ თანაგუნდელს ლიონელ მესის გამოექომაგა, რომელსაც დიეგო მარადონამ ხასიათი დაუწუნა და განაცხადა, რომ ლეოს ლიდერის თვისებები არ აქვს.

“მარადონას არ ვეთანხმები. მესი ნამდვილად წარმოუდგენელი ლიდერია. შეიძლება, ზედმეტად მშვიდია, მაგრამ მას სრულყოფილ ლიდერად ვთვლი. იგი ყოველთვის ბურთის მიღებას ცდილობს. მესი დიდებული პიროვნებაა და არასდროს იმალება”, – ამბობს ჩავი.

შეგახსენებთ, რომ ჩავი და მესი “ბარსელონაში” ერთმანეთის მხარდამხარ 2004-15 წლებში თამაშობდნენ, რის შემდეგაც ესპანელმა შუახაზელმა ყატარის “ალ სადს” მიაშურა, რომლის რიგებს ამჟამადაც იცავს.