ნეიმარმა ერთი ხმაც ვერ მიიღო…

0
25

ფიფას ვერსიით 2018 წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენ გამოკითხვაში, რომელშიც ნაკრების გუნდების მწვრთნელები და კაპიტნები, ასევე ჟურნალისტები მონაწილეობდნენ, პარიზის პსჟ-ს ფორვარდმა ნეიმარმა ერთი ხმაც კი ვერ მიიღო, რაც ბრაზილიელისთვის კატასტროფაა.

ჯერჯერობით, პსჟ-ში ნეიმარი ახლოსაც კი ვერ მიდის იმ ოცნებასთან, რის გამოც „ბარსელონადან“ აიბარგა, სადაც ლიონელ მესის ჩრდილქვეშ ყოფნა არ მოსწონდა. პროგნოზები მართლდება და პსჟ-ში იგი კილიან მბაპეს ჩრდილქვეშ აღმოჩენის რეალური საფრთხის წინაშე დგას.