კლოპი მაქსიმალისტია

0
27

როგორც „ლივერპულის“ დამრიგებელი იურგენ კლოპი ამბობს, მიმდინარე სეზონში მისი გუნდი მხოლოდ და მხოლოდ უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვის.

-არავის სურს, რომ 10 ან 20 წლის შემდეგ ვინმემ თქვას, რომ კლუბისთვის უტიტულო ეპოქაში საუკეთესო პერიოდი კლოპის დრო იყო, რადგან გუნდი ხარისხიანად თამაშობდა და ა.შ. ეს ის არ არის, რის მიღწევასაც ვცდილობ. თუმცა, დრო იცვლება და დღესდღეობით ტიტულების მოგება გაცილებით რთულია, ვიდრე ადრე. შეიძლება, უკანასკნელი წლების განმავლობაში კლუბისათვის ახლა საუკეთესო მომენტია, მაგრამ სხვა კლუბებმაც გადადგეს ნაბიჯი წინ და ეს ჩვენს მდგომარეობას საგრძნობლად ართულებს.

სპორტის სახეობათა უმეტესობაში ვერცხლის მედალიც საპატიო ჯილდოა – თუნდაც, ოლიმპიურ თამაშებში. აი, ფეხბურთში კი ეს არაფერია და ჩემთვისაც არაფერს ნიშნავს. მე გამარჯვება მინდა და ვიცი, რომ ეს ჩემი მოვალეობაა. მუშაობაში ყველაფერს ვდებ – ცოდნას, ვნებას, გულს, გამოცდილებას. კლუბს თავს 100%-ით ვუძღვნი,- ამბობს გერმანელი სპეციალისტი.