ინიესტა და „ბარსა“ ისევ შეხვდებიან

0
100

იაპონური „ვისელ კობეს“ ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ კომენტარი გააკეთა იმის თაობაზე, რომ მისმა ყოფილმა კლუბმა, კატალონურმა „ბარსელონამ“ ზაფხულში აზიური ტურნეს გამართვა გადაწყვიტა.

კლუბის ბრენდის პოპულარიზაციის პროგრამით, კატალონელები ჩინეთსა და იაპონიას ესტუმრებიან.

-ჩემი აზრით, საუცხოო საჩუქარია იაპონელი გულშემატკივრებისთვის. ძალიან მინდა, „ბარსელონას“ წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში ვითამაშო. ეს საუცხოო შესაძლებლობა იქნებოდა როგორც ჩემთვის, ისე იაპონელი ფანებისთვის…

-რაც დრო გადის, სულ უფრო ვეჩვევი იაპონიაში ცხოვრებას. გავდივარ ადაპტაციას. ახლო ურთიერთობა მაკავშირებს პარტნიორებთან, კლუბთან. კობე შესანიშნავი ქალაქია,- განაცხადა ინიესტამ.