ჟან-პიერ პაპენი: “პსჟ კლუბი არაა”

0
22

პსჟ-ს ყოფილმა თავდამსხმელმა და წარსულში ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის “ოქროს ბურთის” მფლობელმა ჯან-პიერ პაპენმა პარიზული კლუბის ხელმძღვანელები სასტიკად გააკრიტიკა:

“ბოლო 8 წლის განმავლობაში 750 მილიონი ევროა დახარჯული, მაგრამ ფინასებს წარმატების გარანტია არ მოაქვთ. ფეხბურთს შეუძლია უმდიდრესი ადამიანი სულელად გამოაჩინოს – კაცი, რომელიც ნეიმარში 200 მილიონს იხდის და სანაცვლოდ არაფერს იღებს. პსჟ მგონი ვერაფერს სწავლობს.

პსჟ-ში ვარსკვლავები არა გმირები, არამედ ეგოისტები არიან. არის მომენტები, როდესაც ვალდებული ხარ გუნდს უანგაროდ, ჯარისკაცივით ემსახურო. სწორედ ესაა სხვაობა ჩვენი გუნდისა და სხვა გუნდი ვარსკვლავებს შორის. მექმნება შთაბეჭდილება, რომ მათ ვერავინ მართავს და თავის ნებაზე დადიან. შიდა ჩემპიონატში ერთპიროვნული ლიდერობა, რაც უკვე წლების გრძელდება, პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების შანსს აქვეითებს.

ყოველი სეზონის ბოლოს ჩნდება კითხვა: რა არის პსჟ? ნეიმარისთვის შექმნილი პროექტი? ნაიკის მარკეტინგული სათამაშო? ყატარის საერთაშორისო იმიჯის გამოსასწორებელი იარაღი? ალბათ, ყველაფერია, მაგრამ არა საფეხბურთო კლუბი”.