რონალდუ: “ბარსელონას” არასტაბილური თამაშის მიზეზი წამყვანი ფეხბურთელების ასაკია”

0
23

გამოცემა “დონ ბალონის” ინფორმაციით, ტურინის “იუვენტუსის” ფორვარდმა კრიშტიანუ რონალდუმ განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე კატალონური “ბარსელონას” არასტაბილური ასპარეზობის მიზეზი ამ გუნდის წამყვანი ფეხბურთელების ასაკია.

“ბარსას” სასტარტო შემადგენლობის 11 ფეხბურთელიდან მეკარე მარკ ანდრე ტერ შტეგენი, მცველები: სამუელ უმტიტი და სერხი რობერტო, ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო და ფორვარდი უსმან დემბელე 30-წლამდელები არიან.

საინტერსოა, რომ ბარსელონელთა ძირითადი შემადგენლობის დანარჩენი ექვსი ფეხბურთელიდან (მესი, სუარესი, ალბა, პიკე, ბუსკეტსი, რაკიტიჩი) სამი კრიშტიანუ რონალდუს თანატოლია, დანარჩენი სამეული (მათ შორის რონალდუს საძულველი მესი და სუარესი) მასზე ორი წლით ჯეელია!…

და კიდევ ერთი: ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ტურნირის ორ-ორი თამაში უკვე ვნახეთ და ყველა გუნდზე უკეთ სწორედ ეს “მობერებული” “ბარსელონა” გამოიყურება, ხოლო მესიმ ორ თამაშში ხუთი გოლი გაიტანა!..