პოჩეტინიო: “დატკბით მესის თამაშით”!

0
26

მაურისიო პოჩეტინიო ნამდვილად არ განეკუთვნება “ბარსელონას” ქომაგთა რიგებს, მაგრამ “ტოტენჰემის” მწვრთნელს ობიექტურობა არ ღალატობს:

“მესის შეჩერება შეუძლებელია. ჩემ ფეხბურთელებს ასე ვეტყვი: დატკბით მესის წინააღმდეგ თამაშით, რადგან ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშესთან მოედანზე შეხვედრის შანსი მოგეცათ. ასეთი მოვლენა კი არ უნდა გაშინებდეს, უნდა გიხაროდეს. ასეთი მატჩის შემდეგ ფეხბურთელს შეუძლია თქვას – მესის წინააღმდეგ ვითამაშე. ლეო იმ ტიპის ფეხბურთელია, რომელსაც დიდხანს დაიმახსოვრებ, ხოლო მასთან შეხვედრის შესახებ შვილებსა და შვილიშვილებს მოუყვები”…