ორი ქართველი ფეხბურთელი მსოფლიოს ახალგაზრდა ტალანტებში დაასახელეს

0
24

ბრიტანული გამოცემა The guardian 2018 წლის მსოფლიო ფეხბურთის საუკეთესო 60 ტალანტს ასახელებს. მათ შორის ორი ქართველი ფეხბურთელია, თბილისის ”ლოკომოტივის” ნახევარმცველი ზურა დავითაშვილი და ”რუსთავის” შემტევი ხვიჩა კვარაცხელია. ორივე მოთამაშე 17 წლისაა.

The guardian დავითაშვილის შესახებ:

”სანაკრებო დონეზე გასვლით მატჩში 4 გოლის გატანა შეუმჩნეველი არ რჩება, განსაკუთრებით კი მაშინ როცა გოლების ავტორი ამპლუით ნახევარმცველია. დავითაშვილმა 4 გოლი ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში მაკედონიას გაუტანა. ევრო 2018-ის შესარჩევ ციკლსა და ელიტ-რაუნდში დავითაშვილმა 6 შეხვედრაში 7 გოლი შეაგდო. მას თამაში ნახევარდაცვის ყველაზე პოციაზე შეუძლია. დავითაშვილს ხშირად ”ათიანის” პოზიციაზე ვხედავთ.

ქართველი ფეხბურთელი ტექნიკურად კარგადაა მომზადებული, კარისკენ დარტყმებს ახორციელებს და მოედანს დიდებულად ხედავს, რაც ჭკვიანური გადაცემების შესრულების საფუძველია. მისი შეძენა ძლიერ რუსულ კლუბებს სურთ, თუმცა ამ ეტაპზე მოთამაშის პროგრესი თბილისის ”ლოკომოტივში” გრძელდება”.

The guardian კვარაცხელიას შესახებ:

”უამრავი ქართველი ფეხბურთელის მსგავსად ხვიჩა კვარცხელია ტექნიკური უნარებით დაჯილდოებულია. ის ფიზიკურად კარგადაა მომზადებული. სწრაფი მოთამაშე ერთი-ერთზე თამაშისას არაპროგნოზირებადია. მის კიდევ ერთ დადებით თვისებად ორივე ფეხით კარგად თამაში ითვლება. მას სხვა ქართველ ფეხბურთელს ვერ შევადარებთ, თუმცა თამაშის სტილით ლეროი სანეს, იულიან დრაქსლერსა და იულიან ბრანდტს ჰგავს. კვარაცხელიას შეძენით მოსკოვის ”ლოკომოტივი,” მიუნხენის ”ბაიერნი” და იტალიური კლუბები ინტერესდებიან”.