კრიშტიანუს კონსპოროლოგია

0
28

კრიშტიანუ რონლადუმ სოციალურ ქსელ “ინსტაგრამში” ქომაგების შეკითხვებს უპასუხა და გამოუტყდა მათ, რომ საკუთარ თავს მსოფლიო ფეხბურთში ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევს: “დიახ, მე ისტორიაში უდიდესი ფეხბურთელი ვარ”.

რონალდუსგან ასეთები დიდი ხანია აღარ გვიკვირს. უფრო საინტერესო მისი სხვა განცხადება გახლავთ. კრიშტიანუ თურმე თვლის, რომ უეფა მადრიდის “რეალს” მის წინააღმდეგ კამპანიის წარმოებაში ეხმარება. სწორედ ამის გამო, პორტუგალიელმა უეფას ახალ ტურნირზე, ერთა ლიგაზე ასპარეზობა იუარა. ამის შესახებ იტალიელმა ჟურნალისტმა ტანკრედი პალმერიმ ფეხბურთელთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით განაცხადა.

კერძოდ, 33 წლის ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ სწორედ “სამეფო კლუბმა” და პირადა მისმა პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა მოახდინა ზეგავლენა როგრც ფიფაზე, ისე უეფაზე, რათა არ გადაეცათ მისთვის წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული და ტრიუმფატორად ლუკა მოდრიჩი გამოეყვანათ. რონალდუ ასევე თვლის, რომ გაუპატიურების ბრალდება, “ვალენსიასთან” ნაჩვენები წითელი ბარათი, სპონსორებთან თანამშრომლობის შეწყვეტის საშიშროება, ეს ყველაფერი იმ დიდი შეთქმულების თეორიის ნაწილია, რომლის უკანაც “რეალის” პრეზიდენტი დგას.

ფლორენტინო პერესი, როგორც ახლა რონალდუ ამბობს – “თავის ზეგავლენას იყენებს ფიფაზე და უეფაზე”. საინტერესოა, ადრეც ხომ არ იყენებდა თავის უკიდეგანო ზეგავლენას, რათა მესისთვის არ გადაეცათ წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული და “ოქროს ბურთი” და კრიშტიანუსთვის ჩაეხუტებინათ? ამ უნებური გათქმით რონალდუმ ისევ საკუთარ თავს მიაყენა ზიანი…