ვინსენ კომპანის მამა ბელგიის ისტორიაში პირველი შავკანიანი მერი გახდა

0
33

ბელგიის ისტორიაში პირველად, ბელგიაში მერად შავკანიანი აირჩიეს – „მანჩესტერ სიტის“ ცენტრალური მცველის ვინსენ კომპანის მამა, პიერ კომპანი.
უფროსმა კომპანიმ განსჰოერნის მუნიციპალიტეტში ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობა დააგროვა და მერის თანამდებობა დაიკავა.
პიერი ბელგიაში 1975 წელს, ლტოლვილის სტატუსით ჩავიდა ახლანდელი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან.
იგი პოლიტიკაში მრჩევლის სახით 2006 წელს მოვიდა და 2014 წელს ბრიუსელის რეგიონულ პარლამენტში ადგილიც მოიპოვა.
ბატონი კომპანი უფრო ცნობილი თავისი შვილებით არის: ვინსენი „სიტის“ და ბელგიის ნაკრების კაპიტანია, ხოლო ფრანსუა ბელგიურ კლუბში „KSV რუსელარე“ თამაშობს.
ძმებმა მამას წარმატება მალევე მიულოცეს. ვინსენმა თავის ინსტაგრამის გვერდზე დაწერა: „მამა, ჩვენ შენით ძალიან ვამაყობთ. ეს გრძელი გზა იყო, მაგრამ პროგრესი სახეზეა. გილოცავთ!“