ვლადიმირ ვაისის რეკორდი

0
17

საქართველოს ნაკრებმა ანდორას უეფას ერთა ლიგის მატჩი 3:0 რომ მოუგო, ეს არ ყოფილა მხოლოდ ერთი რიგით გამარჯვება, რასაც ჩვენმა გუნდმა ბოლოხანს დაგვაჩვია. გარდა იმისა, რომ საქართველომ თითქმის (დარჩენილ 3 მატჩში 3 ქულაღა გვინდა) გაინაღდა ჯგუფში პირველი ადგილი, აღსანიშნავია 3 საინტერესო ფაქტი:
1. ვაკო ყაზაიშვილმა პირველი დუბლი შეასრულა საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში.
2. საქართველოს ნაკრებმა, არსებობის ისტორიაში, პირველად შეძლო ზედიზედ 3 ოფიციალური მატჩის მოგება, თან ისე, რომ გოლიც არ გაუშვია. ეს რეკორდია უშუალოდ ვლადიმირ ვაისისთვიაც.
3. ეს კი პერსონალურად ვლადიმირ ვაისის რეკორდია: საქართველოს ნაკრებმა 2018 წელს ჩატარებული 7 მატჩიდან… 6 მოიგო (1 მარცხი ლუქსემბურგთან, 0:1) და გაუშვა მხოლოდ 1 გოლი.