“ბარსაში” კარიერის ბოლომდე – კატალონელები მესისთვის ახალ კონტრაქტზე ფიქრობენ

0
22

საფეხბურთო კლუბ “ბარსელონას” ხელმძღვანელობა მომავალ სეზონში არგენტინელ თავდამსხმელ ლიონელ მესისთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს. ამის შესახებ Mundo Deportivo იუწყება.
გამოცემის ცნობით, “ბარსელონას” 31 წლის მესისთან, რომელსაც ამჟამინდელი კონტრაქტი კატალონურ კლუბთან 2021 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს, ხელშეკრულების მინიმუმ ერთი სეზონით გახანგრლივება სურს. ასევე განიხილება მისი ორი სეზონით – 2023 წლამდე გაგრძელების შესაძლებლობა.
ბარსელონას მენეჯერებს სურთ, რომ ლიონელ მესი კარიერის ბოლომდე მათი გუნდის ერთგული დარჩეს. ამ აზრს იზიარებენ არგენტინელის თანაგუნდელებიც. გამოცემა აღნიშნავს, რომ “ბარსა” არგენტინელი ვარსკვლავის ნებისმიერ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელსაც უწინაც უთქვამს, რომ ყოველთვის სურდა მთელი კარიერის ამ კლუბში გატარება.
კატალონურ კლუბსა და თავდამსხმელს შორის კონტრაქტი გახანგრძლივებაზე მოლაპარაკება მომავალი წლიდან დაიწყება.
ლიონელ მესის დებიუტი “ბარსელონას” ოფიციალურ მატჩში 2004 წელს ჰქონდა. მას შემდეგ გუნდის მაისურით არგენტინელს 500-ზე მეტი გოლი აქვს გატანილი.
მესი “ბარსელონასთან” ერთად ესპანეთის 9-გზის ჩემპიონი გახდა, ჩემპიონთა ლიგაში კი ოთხჯერ გაიმარჯვა.