გიორგი ლორია: “ველოდები შეთავაზებებს”

0
23

ერთა ლიგის მესამე ტურში ანდორას განადგურების (3:0) შემდეგ საქართველოს ნაკრების მეკარემ გიორგი ლორიამ ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა.
“რა თქმა უნდა კმაყოფილები ვართ და გახარებულები. ჩემთვის პირადად სასიამოვნოა რაც მოხდა, რადგან მეკარისთვის ბევრს ნიშნავს საკუთარი კარის მშრალად შენახვა. ოფიციალურ მატჩებში ზედიზედ სამი მატჩია გოლი არ გამიშვია და აუცილებლად უნდა ვეცადო, რომ ასე გავაგრძელო.
ახლა ისე ხდება, რომ უგუნდოდ ვარ, მაგრამ დამაჯერებლობას რაც შეეხება, ნებისმიერ შეხვედრაში მუდმივად ვცდილობ, რომ ბურთი არ გავუშვა.
მინდა თბილისის „დინამოს“ დიდი მადლობა გადავუხადო. ერთ თვეა ამ გუნდში ვვარჯიშობ. რაც შეეხება ახალ კლუბს, ვნახოთ ველოდები შეთავაზებებს”.