“ბარსას” მესისთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს – პუნქტი, რომელიც კლუბს აშინებს

0
33

“ბარსელონას” ლეო მესისთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს და ამის მიზეზი ამჟამინდელ ხელშეკრულებაში არსებული პუნქტია, რომელიც კლუბს აშინებს.
როგორც მოგეხსენებათ, მესის “ბლაუგრანასთან” არსებულ ხელშეკრულებას ვადა 2021 წელს გასდის.
არგენტინელი ხელფასის სახით ყოველწლიურად 45 მილიონ ევრომდე იღებს და ის ამ მაჩვენებლით პლანეტის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეა.
რა აშინებს “ბარსას” ბორდს? ამჟამინდელ კონტრაქტში დევს ერთი პუნქტი, რომლის მიხედვითაც 2020 წელს მესის “ბარსელონას” დატოვება შეეძლება.
რა შემთხვევაში მოხდება ეს? ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე არის ხელმოწერა, რომლის მიხედვით მესის სურვილის შემთხვევაში კლუბის დატოვება და ევროპის მიღმა თამაში შეეძლება.

თუმცა მხოლოდ მესის სურვილზე როდია. ლეოს გამოსასყიდი თანხა 700 მილიონი ევროა. ვინც მას გადაიხდის არგენტინელიც მისი იქნება, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ამხელა თანხას მესის სანაცვლოდაც კი არავინ გადაიხდის.
მიუხედავად ყველაფრისა, კლუბი მაინც დიდ სიფრთხილეს იჩენს, რადგან არის შანსი რომ მესი ჩავისა და ინიესტას გზას დაადგეს და კარიერა აზიაში ან ამერიკაში განაგრძოს.
როგორც მოგეხსენებათ, აზიურ და ამერიკულ კლუბებს ფული თავზესაყრელად აქვთ და მათთვის მესის შეძენა პრობლემა არ იქნება, თუ რა თქმა უნდა ფეხბურთელის სურვილიც იქნება.
“ბლაუგრანას” პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ გუნდთან ერთად გეგმავს, რომ მესისთან მოლაპარაკება წამოიწყოს და მასთან ხელშეკრულება 2022, ან 2023 წლამდე გაახანგრძლივოს.