თითქმის ყველა ხმა მესისა და სალაჰს – რატომ წაშალა “ფრანს ფუტბოლმა” ვებგვერდიდან გამოკითხვა?

0
37

რამდენიმე დღის წინ პოპულარულმა და გავლენიანმა ჟურნალმა France Football-მა “ოქროს ბურთის” 30 ნომინანტი დაასახელა.
საუკეთესოს ვინაობა 3 დეკემბერს გახდება ცნობილი, თუმცა მანამდე გამოცემა სამ ფინალისტს დაასახელებს.
როგორც მოგეხსენებათ, FIFA-ს ჯილდოსგან განსხვავებით “ოქროს ბურთის” მფლობელს ჟურნალისტები ასახელებენ.
ფრანგულმა გამოცემამ აზრი ქომაგებსაც ჰკითხა და საკუთარ ვებგვერდზე გამოკითხვა მოაწყო, თუ ვის მიიჩნევენ ქომაგები წლის ყველაზე ძლიერ მოთამაშედ.
რა თქმა უნდა, გულშემატკივრების ხმები საბოლოო შედეგებზე გავლენას ვერ იქონიებს, თუმცა ეს ყოველთვის საინტერესოა, რადგან ფეხბურთი ქომაგების გარეშე არაფერია.
საბოლოოდ, გამოკითხვა დაიწყო და პირველ 2-3 დღეში მონაწილეობა 700 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო.
ბევრისთვის მოულოდნელად, თუ მოსალოდნელად ხმების აბსოლუტური უმრავლესობა ლეო მესისა და მუჰამედ სალაჰს ერგო.

 

საერთო ჯამში ხმების 100%-დან 79% სწორედ არგენტინელსა და ეგვიპტელს ხვდათ წილად.
გამოკითხულთა 48%-ის აზრით საუკეთესო ფეხბურთელი ლეო მესია, ხოლო 31% თვლის, რომ საუკეთესო სალაჰია.
აღსანიშნავია, რომ კრიშტიანუ რონალდუს ქომაგების მხოლოდ 8% უჭერდა მხარს.
FIFA-სა და UEFA-ს ვერსიით წლის საუკეთესო მოთამაშე ლუკა მოდრიჩს ხმების მხოლოდ 2% ხვდა წილად, ისევე როგორც კილიან მბაპესა და ნეიმარს.

France Football-მა  მოულოდნელად გამოკითხვა ვებგვერდიდან წაშალა. ასეთი რამ კი აქამდე არ მომხდარა.
ჯერჯერობით უცნობია თუ რა გახდა ამის მიზეზი. ევროპული გამოცემების ნომერ პირველი ვერსია შედეგებია.
პრესა მიიჩნევს, რომ გულშემატკივრებისა და ჟურნალისტების (ან ზოგადად პროფესიონალების) აზრი ერთმანეთს რადიკალურად არ ემთხვევა.
გამოკითხვის შედეგები მათთვის მოულოდნელი აღმოჩნდა და სწორედ ამიტომ წაიშალა. ეს, ჯერჯერობით ყველაზე მყარი ვერსიაა.
როგორც მოგეხსენებათ, წინასწარი ვარაუდით “ოქროს ბურთის” მოგების მთავარ კანდიდატად ლუკა მოდრიჩი და კრიშტიანუ რონალდუ სახელდებოდნენ, თუმცა გულშემატკივრები ასე არ მიიჩნევენ.