მოჰამედ სალაჰი: “პრემიერლიგის და ჩემპიონთა ლიგის მოგება შეგვიძლია”

0
18

“ლივერპულის” ეგვიპტელი შემტევი ნახევარმცველი მოჰამედ სალაჰი ოპტიმისტურადა განწყობილი, რის საფუძველსაც ინგლისის პირველობის სტარტზე ზედიზედ 5 მოგებული მატჩი აძლევს.

“გასულ სეზონში ჯერ “მანჩესტერ სიტის” ვძლიეთ, შემდეგ “რომას”, რომელმაც მეოთხედფინალიდან “ბარსელონა” გამოაგდო… ეს განუმეორებელი მატჩები იყო. ჩვენ ტურნირის მოგების პრეტენდენტებს შევხვდით და მაინც გავედით ფინალში.

ასე რომ, “ლივერპულს” ისევ შეუძლია ფინალში გავიდეს. შესაძლოა, პრემიერლიგაც მოვიგოთ და ჩემპიონთა ლიგაც. არ მინდა გუნდზე ზეწოლა განვახორციელო, მაგრამ ეს შესაძლებელია!

პსჟ ძლიერი გუნდია და მაგარი ფეხბურთელები ჰყავს. ერთი სული მაქვს, თამაში როდის დაიწყება. სასიამოვნო და საინტერესო მატჩს ველი”, – განუცხადა სალაჰმა “ფრანს ფუტბოლს”.